იურიდიული ფაკულტეტი 2025 წლის აგვისტოში აცხადებს შიდა მობილობას, თსუ–ის რექტორის 23.07.2025 წლის N153/01-01 ბრძანების თანახმად:
- შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 20 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით.
- შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 2025 წლის 26 აგვისტოს.
- საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება მოხდება 2025 წლის 27 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით.
- საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების (ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) გაფორმება - განხორციელდება 2025 წლის 2-3 სექტემბერს.
- შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება 5- სექტემბერი.
შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფის უფროს სპეციალისტს თეონა გოგნაძეს teona.gognadze@tsu.ge